ტელეფონი

ტელეფონი ტელეკომუნიკაციისმოწყობილობა რომელიც გამოიყენება ბგერის მიღება-გადაცემისთვის (ლაპარაკისთვის), როგორც წესი ორი ადამიანის სასაუბროდ, იშვიათად სამი ან მეტის. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საურთიერთობო მოწყობილობაა. უმეტესობა ტელეფონებისა მუშაობს ელექტო-სიგნალების გადაცემით, რთულ სატელეფონო ქსელში.

ტელეფონის აპარატი

ტელეფონის აპარატი, სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობა, რომლისსაკომუტაციო-გამოსაძახებელი (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და სალაპარაკო, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას. ტელეფონის აპარატის საკომუტაციო-გამოსაძახებელი მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზღვრება მომსახურე ტელეფონის სადგურის (ხელის ტელეფონის სადგური ან ავტომატური ტელეფონის სადგურის — ატს) ტიპის მიხედვით. ატს-ის ტელეფონის აპარატის სტრუქტურული სქემა შეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს. ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს. აბონენტის დროის ეკონომიის მიზნით ფართოდ ინერგება ღილაკებიანი ნომერამკრეფი — ტასტატურიანი ტელეფონის აპარატი. ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი,რადიოსატელეფონო კავშირისათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, ვიდეოტელეფონი და სხვა. ტელეფონის ერთ-ერთ გამომგონებლად ითვლება ალექსანდერ გრეიამ ბელი.
დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:



მობილური                                                 ტელეფონები

მობილური ტელეფონი — ტელეფონი, რომელსაც ფართო გეოგრაფიულ არეალში მოძრაობის მიუხედავად, რადიოსიგნალის საშუალებით შეუძლია სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება. მოწყობილობა ამას ფიჭური კავშირისსაშუალებით აკეთებს, რასაც მობილური ტელეფონის ოპერატორიუზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, არსებობს რადიოტელეფონი, რომელიც მხოლოდ მოკლე მანძილზე, საკუთარი საბაზო სადგურის ახლომახლო მოქმედებს.
გარდა სატელეფონო ფუნქციისა, თანამედროვე მობილურ ტელეფონებს სხვა მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს, მათ შორისაა მოკლე ტექსტური შტყობინებები, მულტიმედიური შეტყობინებები (MMS), ელექტრონული ფოსტა, წვდომა ინტერნეტთან, ახლო მანძილის უკაბელო კომუნიკაციები (infrared,Bluetooth), ბიზნეს აპლიკაციები, თამაშები და ფოტოგრაფია. მობილურ ტელეფონებს, რომელთაც ეს და სხვა ზოგადი კომპიუტერული შესაძლებლობები აქვს, სმარტფონი ეწოდება.
პირველი ხელით სატარებელი ტელეფონი 1973 წელს კომპანიამოტოროლას თანამშრომლებმა, ჯონ ფრენსის მიტჩელმა და დოქტორმა მარტინ კუპერმა წარმოადგინეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა. 1983 წელს, გამოვიდა პირველი კომერციული მობილურიMotorola DynaTAC. 1983-დან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა; პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და ეკონომიკური პირამიდის ფსკერამდე დავიდა. 2014 წლისათვის, მობილური ტელეფონების მოწინავე მწარმოებლები იყვნენ SamsungNokiaApple და LG.
ხელით სატარებელი მობილური რადიოტელეფონი რადიოინჟინერიის ძველი ოცნებაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერის ხილვა შესაძლებელია ამერიკელი მწერლის, რობერტ ჰაინლაინის 1948 წლის მხატვრულ ნოველაში „კოსმოსური კადეტი“. ნაწარმოების მთავარი გმირი, რომელიცკოლორადოდან აიოვაში, თავის სახლში მიდის, მამამისისგან სატელეფონო ზარს იღებს ტელეფონზე, რომელიც მას ჯიბეში უდევს. ათი წლის შემდეგ, ართურ კლარკის ესეში აღწერილია „პერსონალური პატარა და კომპაქტური გადამცემი, რომლის ტარებაც ყველა ადამიანს შეუძლია“. კლარკი წერს: „მოვა დრო, როცა ჩვენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება სხვა ადამიანისთვის დარეკვა, უბრალოდ ნომრების აკრეფით“. კლარკის ხედვით, ამ მოწყობილობას ასევე ექნებოდა გლობალური პოზიციონირების სისტემა, ისე, რომ „არასოდეს არავინ აღარ დაიკარგება“. მოგვიანებით, „მომავლის პროფილებში“ მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი მოწყობილობა 1980-იანი წლების შუაში გამოჩნდებოდა.
ფიჭური ტელეფონების ადრეულ წინაპრებს შორისაა გემებისა და მატარებლების ანალოგური რადიოტელეკომუნიკაციები. ნამდვილი მობილური ტელეფონების შექმნის ისტორია მეორე მსოფლიო ომისშემდეგ იწყება. მობილური ტელეფონების განვითარება თანმიმდევრული თაობებით იწყება „0G“-დან (0 თაობა), მაგალითად Bell System-ის მობილური ტელეფონების სერვისი და მისი მემკვიდრე Improved Mobile Telephone Service-ი. 0G“ სისტემები ფიჭური არ იყო, ჰქონდა რამდენიმე ერთდროული ზარის მხარდაჭერა და საკმაოდ ძვირიც იყო.

ხელით სატარებელი პირველი მობილური ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლამ წარმოადგინა. პირველი კომერციული ავტომატიზებული ფიჭური ქსელი 1979 წელს იაპონიაში, კომპანია NTT-მა გაუშვა. 1981 წელს მას მოჰყვა კომპანია Nordic Mobile Telephone, რომელმაც ქსელი ერთდროულად გაუშვა დანიაში,ფინეთშინორვეგიასა და შვედეთში. 1980-იანი წლების შუაში მათ სხვა ქვეყნები მიჰყვნენ. პირველი თაობის სისტემებს („1G“) გააჩნდა ოდნავ მეტი 0G-ზე მხარდაჭერა, მაგრამ ჯერ კიდევ ანალოგურ ტექნოლოგიებს იყენებდნენ.
1991 წელს ფინეთში, კომპანია Radiolinja-მ GSM სტანდარტში გაუშვა მეორე თაობის (2G) ციფრული ფიჭური ტექნოლოგია, რამაც ამ სექტორში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია და სასტიკ ბრძოლაში უხმო 1G-ზე მომუშავე მობილურ ოპერატორებს.
2001 წელს იაპონიაში, კომპანია NTT DoCoMo-მა გაუშვა WCDMA სტანდარტზე მომუშავე მესამე თაობის (3G) ქსელი. ამას მოჰყვა HSPA ოჯახზე დაფუძნებული 3.5G და 3G+ ქსელები, რომლებიც მონაცემთა უსწრაფესი გადაცემისა და შესაძლებლობებისათვის UMTS სისტემებს იყენებს.
2009 წლისთვის ნათელი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, 3G ქსელები უძლური იყო ისეთი ინტენსიური გამტარუნარიანობის აპლიკაციების წინაშე, როგორიცაა მაგალითად სტრიმინგ-მედია. თანდათანობით, ინდუსტრიამ მონაცემების ოპტიმიზების მიზნით მე-4 თაობის ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყო, რომლის სიჩქარეც არსებულ 3G ტექნოლოგიებზე ათჯერ სწრაფი უნდა ყოფილიყო. კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ორი ტექნოლოგია, რომელიც 4G-დ შეირაცხა, იყო WiMAX (გაუშვა კომპანია Sprint-მა აშშ-ში) და LTEსტანდარტი, რომელიც მომხმარებლებს პირველად სკანდინავიაში, კომპანია TeliaSonera-მ შესთავაზა.
  
თანამედროვე    სმართფონები 

iPhone

iPhone — ინტერნეტთან დაკავშირებული მულტიმედიურისმარტფონების ხაზი, რომლის მარკეტინგს კომპანია Appleახდენს. პირველი iPhone წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა2007 წლის 9 იანვარს და გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. მეხუთე თაობის iPhone, iPhone 4S, გამოვიდა 2011 წლის 14 ოქტომბერს, პორტატული მოწყობილებებისთვის Apple-ისოპერაციული სისტემისiOS 5.0–ის, გამოშვებიდან 2 დღის შემდეგ. 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა უკანასკნელი, მეექსვე თაობის iPhone, iPhone 5.
მისი ფუნქციები მოიცავს კამერასპორტატულ მედია ფლეიერს(აიპოდის ეკვივალენტური), ტექსტურ შეტყობინებას, ინტერნეტთან კავშირს ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით და აქვს Wi-Fi და 3G დაკავშირებადობა. 2008 წელს გაეშვა App Store, ანუ აპლიკაციების მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს თავად კომპანია Apple-ის და ასევე მესამე მხარის მიერ შექმნილი აპლიკაციები. ამჟამად App Store შეიცავს 500,000–ზე მეტ აპლიკაციას.
დღესდღეობით გამოსულია iPhone-ის შემდეგი მოდელები:ორიგინალური iPhoneiPhone 3GiPhone 3GSiPhone 4iPhone 4S iPhone 5iPhone 5SiPhone 5CiPhone 6 და iPhone 6 Plus.


Samsung Galaxy Note II

Samsung Galaxy Note II — კომპანია სამსუნგის მობილური ტელეფონი, რომელიც თავის თავში პლანშეტური კომპიუტერისა დაკომუნიკატორის თვისებებს აერთიანებს და ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. სხვა კომუნიკატორებისგან გამოირჩევა დიდი ეკრანით (5,55 დუიმი ანუ 151 მმ) და S Pen-ით, რომელთაც სპეციალური პროგრამული უზრუნვლყოფა ესაჭიროება. აპარატი Samsung Galaxy Note-ის პირდაპირი მემკვიდრეა. აღჭურვილია Samsung


Exynos 4412-ის ოთხბირთვიანი პროცესორით და 1600 მგც ტაქტური სიხშირით. ეკრანის გადაწყვეტაა 1280×720; ტელეფონს აქვს 2 გბ ოპერატიული მეხსიერება, 8-მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია Full HD 1080p ვიდეოგადაღება; წინა კამერა კი 2-მეგაპიქსელიანია და ვიდეოზარებისთვის არის განკუთვნილი.
სმარტფონი გაყიდვაში გამოვიდა და თავიდანვე ОС Android 4.1.1 Jelly Bean-ის თანამედროვე ვერსიით მუშაობს, ხოლო ინტერფეისის სახით გამოიყენება TouchWiz-ის საფირმო გარსი.

ისტორია

Galaxy Note II 2012 წლის 20 აგვისტოს წარმოადგინეს გამოფენაზე IFA 2012, ხოლო გაყიდვაში იმავე წლის ოქტომბრის დამდეგს გაუშვეს. გაყიდვიდან 37 დღეში უკვე 3 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული, ორი თვის თავზე კი გაყიდვების რაოდენობამ 5 მლნ-ს მიაღწია.

მახასიათებლები

Galaxy Note II აღჭურვილია 5,55 დუიმიანი ეკრანით HD Super AMOLED S-Stripe RGB, 1280×720 გარჩევადობით; Exynos-ის 1,6 გგც ოთხბირთვიანი პროცესორით; 2 გბ ოპერატიული მეხსიერებით; ორი კამერით: 8-მეგაპიქსელიანი მთავარი და 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერით. აკუმულატორის მოცულობა კი 3100 მА·სთ-ია. ეს მოწყობილობა შედარებით თხელია თავის წინამორბედზე (9,4 მმ წინააღმდეგ 9,7), თუმცა 2 გრამით მძიმეა. მოდელიდან გამომდინარე სარგებლობს HSPA+ 21 Mbps-ის, ანდაც 4G LTE(42.2 Mbit/s DC-HSPA+)-ის მხარდაჭერით. Wi-Fi на Galaxy Note II-ის მუშაობის უნარი უზრუნველწყოფილია Broadcom BCM4334-ის ჩიპსეტით, რომელიც მხარდაჭერილია IEEE 802-ით 11 a/b/g/n Wi-Fi 2.4 გგც--ით და 5 გგც dual-band მაქსიმალური სისწრაფით 150 Mbps. გარდა ამისა, ჩაყენებულია Bluetooth ვერსიის 4.0 მოდული HS-ის მხარდაჭერით, ასევე FM რადიო.
Galaxy Note II იყიდება 16, 32 ანდაც 64 გბ ფლეშ-მეხსიერებით, თუმცა ექვემდებარება დამატებით 64 გბ-ით გაფართოაბას microSD-ის ბარათის გამოყენებით.
windows Phone 8.1

Windows Phone 8.1 — — Windows Phone-ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონების სისტემური განახლება. უახლესი  საოპერაციო სისტემის პრეზენტაცია 2014 წლის 2 აპრილს, პრეზენტაცია 2014 წლის 2 აპრილს, Microsoft-ის ყოველწლიურ კონფერენცია Build-ის ფარგლებში გაიმართა. ამ განახლების Preview ვერსიის გავრცელება 2014 წლის 14 აპრილს დაიწყო. აღნიშნული განახლება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ [2]
Windows Phone 8.1-ის ოფიციალური გავრცელება 15 ივლისს დაიწყო, რომელსაც Lumia-სმარტფონებისთვის თან ახლდა საფირმო განახლება Lumia Cyan-იც. განახლების გავრცელების პირველ ფაზაში მოექცაევროპის რამდენიმე სახელმწიფო დაწყებული ფინეთით, დამთავრებული ტაივანითა და არგენტინით. 2014 წლის აგვისტომდე განახლება ხელმისაწვდომი იყო პრაქტიკულად ყველა სმარტფონისთვის (გამონაკლისიაLumia 1520).[3]
Lumia 1520-ზე განახლების გავრცელება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.


No comments:

Post a Comment