კომპიუტერი


კომპიუტერი - (ინგ. computer) ძირითადად არის მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაცის ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება.
როგორც წესი, კომპიუტერი შედგება სულ ცოტა, ერთი პასუხისმგებელი მოწყობილობისგან, რომელი,პროცესორისგან და კომპიუტერული მეხსიერების რამე სახის ფორმისგან. პროცესორი აწარმოებს არითმეტიკული და ლოგიკური ოპერაციების შესრულებას.მიმდინარეობების და კონტროლის მოწყობილობა ცვლის ოპერაციების თანმიმდევრობას შენახული ინფორმაციის თანახმად. პერიფერიული მოწყობილობებით ხდება ინფორმაციის მოპოვება გარე წყაროდან, შემდეგ კი - ოპერაციების შედეგების შენახვა და შემდგომი მოძიება.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საომარი ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა მექანიკური ანალოგური კომპიუტერი. ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერები. თავდაპირველად ასეთი კომპიუტერი დიდი ოთახის ზომის იყო და მოიხმარდა ელექტროენერგიას, რომლის რაოდენობა უდრის დღევანდელი რამდენიმე ასეული პერსონალური კომპიუტერის მიერ მოხმარებულ ენერგიას.
თანამედროვე კომპიუტერები, რომლებიც ეფუძნება ინტეგრირებულ წრედებს, მილიონიდან მილიარდამდე უფრო მეტად უნარიანია, ვიდრე ადრეული მანქანები და იკავებენ მცირე სივრცეს. მარტივი კომპიუტერები თავსდება მობილურ მოწყობილობებში. მობილური კომპიუტერები იკვებება მცირე ზომის ბატარეებით. პერსონალური კომპიუტერები, სხვადასხვა სახით, წარმოადგენენ საინფორმაციო ეპოქის სიმბოლოს და იმას, თუ რას წარმოიდგენენ ადამიანები სიტყვა კომპიუტერის ხსენებისას. თუმცა, რაოდენობით ინტეგრირებული კომპიუტერები უფრო მეტია - ციფრული აუდიო პლეერებიდან საბრძოლო საფრენ ტექნიკამდე და სათამაშოებიდან ინდუსტრიულ რობოტებამდე.

პერსონალური კომპიუტერი


პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა მოდელით ეპლ II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი IBM-მა საკუთარი მოდელით, ზომისა და მობილურობის მიხედვით „პერსონალური კომპიუტერით“ შეცვალა.

ისტორია

  • 1956 წელი, იანვარი — აშშ-ის რაიონული სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს.
  • 13 სექტემბერი — IBM-მა წარმოადგინა IBM 350 Disk File, პირველი მყარი დისკი, როგორც IBM RAMAC 305 კომპიუტერის ნაწილი. მას გააჩნდა 50-ორმხრიანი, 24-დიუმიანი დისკი და მას გააჩნდა ერთი ბერკეტი და ერთი ჩამწერი/წამკითხავი თავაკი. იგი იტევდა დაახლოებით 5 მეგაბაიტისმოცულობის ინფორმაციას და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ჰქონდა 8800 სიმბოლო წამში.1958 წელი, 12 სექტემბერი — Texas Instruments-
  • ში, ჯეკ კილბი დემოსტრაციას უკეთებს მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ პლატას, რომელიც შეიცავდა ნახევარგამტარი მატერიალით დაკავშირებულ, დიუმის სიგრძის და კბილსაჩიჩქნზე წვრილ 5 კომპონენტს.
  • 1960 წელი, თვე უცნობია — Digital Equipment უშვებს პირველ მინიკომპიუტერს PDP-1, რომლის ფასი იყო 120 000 ამერიკული დოლარი. ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იყო კლავიატურითა და მონიტორით. (PDP — Program, Data, Processor (პროგრამა, მონაცემები, პროცესორი)).
  • 1963 წელი, თვე უცნობია — დაგლას ენგელბარტის ჯგუფმა, კალიფორნიაშისტენფორდის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს ჩვენების (ეკრანის, მონიტორის, ტელევიზორის) ანტერაქტიურლი სქემები. მათ ტესტირება ჩაატარეს სხვადასხვა მოწყობილობებით — მიმთითებლებით, მართვის პულტებით, სფერული მანიპულატორით — ყავისფერი ხის ყუთი ორი მოძრავი ბორბლით და წითელი ღილაკით. ამ უკანასკნელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
  • თვე უცნობია — ამერიკული სტანდარტის ასოციაცია იშვილაASCII-მ (American Standard Code for Information Interchange, ამერიკული სტანდარტული კოდი ინფორმაციის გაცვლისათვის), როგორც სტანდარტული კოდი, მონაცემთა გადაცემისათვის.
  • 1965 წელი, 19 აპრილი — ჟურნალი „ელექტრონიკსი“ (Electronics) აქვეყნებს Fairchild Semiconductor-ის მთავარი მკვლევარისა და პროგრამისტის გორდონ მორის სტატიას. მორი წინასწარმეტყველებს, რომ ტრანზისტორის სიხშირე ინტეგრირებულ პლატაზე, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველ 12 თვეში გაორმაგდება.
  • 1968 წელი, 4 ივნისი — აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურო დოქტორ რობერტ დენარდსჩუქნის IBM T.J. Watson კვლევითი ცენტრის 3,387,286 პატენტს.
  • თვე უცნობია — რობერტ ნოისი და გორდონ მორი აარსებენ კომპანიას Intel Corporation.
4 ოქტომბერი — კომპანია ჰიულეტ-პაკარდის მიერ ჟურნალში Science გამოქვეყნდა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობდა პირველ პროგრამირებად მეცნიერულ გამომთვლელ მანქანაზე (Calculator), რომელსაც ჰიულეტ-პაკარდი ეძახდა „the new Hewlett-Packard 911A personal computer“. (ახალი ჰიულეტ პაკარდის 911A პერსონალური კომპიუტერი).



No comments:

Post a Comment